გერმანიის II ბუნდესლიგის მე-19 ტურში „კარლსრუემ“ „ჰამბურგი“ მისსავე მოედანზე 4:3 დაამარცხა, ბუდუ ზივზივაძემ კი გოლი გაიტანა.
„კარლსრუე“ მე-6 წუთზე უკვე იგებდა ორბურთიანი სხვაობით, რასაც მასპინძლებმა 33-ე და 35-ე წუთზე უპასუხეს. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე კი, ბუდუმ ორ მცველს აჯობა და შესანიშნავ სტილში შეძლო თავის გამოჩენა - 2:3.
შემდეგ „ჰამბურგმა“ ისევ გაათანაბრა, მაგრამ „კარლსრუემ“ გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე მაინც გაიტანა. ბუდუ მოედანზე 84-ე წუთამდე იყო.
ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 5 ნოემბრის მიწურულიდან მოყოლებული, ასე რომ შესანიშნავ ფორმაშია.
„კარლსრუეც“ კარგ ფორმაშია, რადგან სექტემბრის მერე არ დამარცხებულა ბოლო 7 შეხვედრაში, დღეს მიჯრით მესამედ მოიგო და 27 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 თებერვალს, „ვეჰენს“ უმასპინძლებს.