ფეხბურთი

16:18 | 28.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" ბონჯორნო გამოაკლდა, ის საზონოვმა უნდა შეცვალოს

„ტორინოს“ მცველი ალესანდრო ბონჯორნო ტრავმირებულია, რაც დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ საბა საზონოვის სათამაშო დრო გაიზრდება.

ბონჯორნომ „კალიარისთან“ მატჩში (2:1) მხარი დაიზიანა და მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ბონჯორნო ოპერაციაზე უარს იტყვის და გარისკავს, რადგან ტრავმის რეციდივის ან გაუარესების საფრთხე არსებობს.

მეორე გზაა ოპერაციის გაკეთება და რეაბილიტაციას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება - 3 თვე. გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს. ბონჯორნო მომდევნო მატჩში დისკვალიფიცირებულია და ისედაც ვერ ითამაშებდა, მაგრამ მინიმუმ ერთი თვით გამოკლება, ნიშნავს, რომ ივან იურიჩი მას სავარაუდოდ, საბა საზონოვით შეცვლის, რადგან ისინი უშუალო კონკურენტები არიან.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ბონჯორნომ მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო საბა საზონოვი მოედანზე 6-ჯერ გავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ იყო.

0.124466