ფეხბურთი

0:04 | 28.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ კრახი

ესპანური პრიმერას 22-ე ტურის მატჩში „ბარსელონამ“ „ვილიარეალს“ უმასპინძლა და 3:5 (!) დამარცხდა...

ერთი საათის თავზე კატალონიელები 0:2 აგებდნენ, მაგრამ იყოჩაღეს და 71-ე წუთისთვის უკვე 3:2 დაწინაურდნენ. თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობა მათკენ იყო, მაგრამ სტუმრები სხვაგვარად ფიქრობდნენ, ჯერ გედეშმა გაათანაბრა (84-ე წთ), შემდეგ კი სორლოტმა (90+9) და მორალესმა (90+12) კიდევ ორჯერ აიღეს ინიაკი პენიას კარი და ფანტასტიკური გამარჯვება მოიპოვეს...

ახლა „ბარსელონამ“ 44 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. 23-ქულიანი „ვილიარეალი“ კი მეთოთხმეტეზე.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 22-ე ტური. 27 იანვარი: სოსიედადი - რაიო ვალეკანო 0:0, ლას პალმასი - რეალი 1:2, ბარსელონა - ვილიარეალი 3:5, მალიორკა - ბეტისი მოგვიანებით გაიმართება

0.11402