ფეხბურთი

22:18 | 27.01.2024 | ნანახია 959 - ჯერ

Il Messagerro - იურგენ კლოპი ზაფხულში შესაძლოა „რომას“ ჩაუდგეს სათავეში

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, შესაძლოა, ზაფხულში იტალიური „რომა“ ჩაიბაროს - გვამცნობს Il Messagerro.

თუ რომაული გუნდი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის დანიელე დე როსის ხელმძღვანელობით არადამაჯერებელ თამაშს აჩვენებს, მაშინ სეზონის ბოლოს ეს პოზიცია ვაკანტური გახდება. ამავდროულად, „რომას“ ხელმძღვანელობა ზაფხულში კლოპის დარწმუნებას და გადაბირებას შეეცდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კლოპის შეძენაზე ოცნებობს. ამასთან დაკავშირებით კატალონიელებს შეუძლიათ გერმანელ სპეციალისტს შეთავაზება გაუკეთონ.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს. თავის განცხადებაში გერმანელმა სპეციალისტმა ნათლად აღნიშნა, რომ მწვრთნელობისთვის ენერგია აღარ დარჩა. კლოპი „ლივერპულს“ 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ინგლისურმა კლუბმა შვიდი ტიტული მოიგო.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:52 | 29.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

კლოპს შეუძლია მაგის გაკეტება

19:51 | 29.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

დიდი ხანია რომას არაფერი წარმატებისთვის არ მიუხწევია

13:44 | 28.01.2024
Gerry Marsden (867)

მას შემდეგ რაც ფრიცებმა ის წვინტლიანი ბიჭი დანიშნეს კლოპი გამორიცხული მგონია,არავინ გაუშვებს ნაგელსმანს სულაც რომ ჩაისვაროს (და ჩაისვრის კიდეც) საშინაო ევროზე,მთლად ისეთი კატასტროფა თუ არ შეემთხვა როგორც ბრაზილიას,აი ინგლისის ნაკრებში იდეალური ვარიანტი იქნებოდა,საუთგეიტმა სულაც რომ მოიგოს (და მოიგებს კიდეც) ევრო,დიდი მადლობით უნდა გაუშვან და კლოპი დანიშნონ,მერე წარმომიდგენია რა იქნება 2026-ის ბალაგან-მუნდიალზე,სადაც სცენარის მიხედვით ბრაზილიაა მთავარ როლში,საუთგეიტმა ვერ ჩაუსვარა სცენარში (იქ კეინმა პენალტიც გამაზა) მაფიის ჯილა მესის და მაფიასთან მოთანამშრომლე (ხორვატებიც სერიოზულად თანამშრომლობენ მაფიასთან!) ბაყაყიჭამია კოლაბორაციონისტ ფრანგებს,მნაგრამ ჰერ იურგენი იქნება ის კაცი ვინც შიგ სცენარში ჩაუსხამს მსოფლიო მაფიას!!!

13:24 | 28.01.2024
Gerry Marsden (867)

მასეთი ალბათობით შეიძლება საქართველოს ნაკრებშიც დაინიშნოს ან საუდურ ალ შაბაბში,მაურინიო კი უნდათ იქ,მაგრამ.........კაცმა ისეთი განცხადება გააკეთა,დავიღალეო და ახლა ერთი წელი რომ არ დაისვენოს და პირდაპირ სამუშაოდ გავარდეს სადმე ლივერპულის უპატივცემულობა იქნება,ნაკრებში შეიძლება!

22:51 | 27.01.2024
valeri8848 (2622)

რომაში რა უნდა გაგიჟდნენ????

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.127927