ფეხბურთი

21:20 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ „ლას პალმასი“ დაამარცხა და პრიმერაში გალიდერდა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ლას პალმასი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ, დასრულდა. სტუმრებმა მტკიცე ნებისყოფის წყალობით გაიმარჯვეს - 1:2.

მატჩში ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა. თავი „ლას პალმასის“ ნახევარმცველმა ხავიერ მუნიოსმა გამოიჩინა. 65-ე წუთზე მადრიდის „რეალის" ბრაზილიელმა გარემარბმა ვინისიუსმა გაათანაბრა 1:1. 84-ე წუთზე ფრანგმა ნახევარმცველმა ორელიენ ჩუამენიმ შეაგდო და „სამეფო კლუბს“ გამარჯვება მოუტანა.

„რეალმა“ 21-ე შეხვედრაში 54 ქულა დააგროვა და პრიმერას ცხრილში გალიდერდა. „ლას პალმასი“ 31 ქულით მე-8 ადგილზეა.

0.132241