ფეხბურთი

20:27 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კაზუსი ბუნდესლიგაში: მსაჯს ბურთი სახეში მოხვდა და შეცვალეს

გერმანული ბუნდესლიგის შაბათის სათამაშო დღეს ექვსი მატჩი იმართება. ხუთი შეხვედრა უკვე დამთავრდა. „ბაიერნმა“ სტუმრად „აუგსბურგი“ დაამარცხა (2:3) და ლიდერ „ლევერკუზენს“ ერთ ქულამდე მიუახლოვდა, თუმცა „ბაიერი“ დღეს მოგვიანებით „გლადბახს“ დაუპირისპირდება.

„შტუტგარტმა“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო კონკურენტ „ლაიფციგს,“ თანაც როგორ - 5:2. ჰეთ-თრიქი მიითვალა დენიზ უნდავმა.

„ვოლფსბურგი“ - „კიოლნის“ (1:1) მატჩში თანამსაჯი ტორბენ სივერი ბურთის თავში მოხვედრის შემდეგ შეცვალეს.

მე-15 წუთზე „კიოლნის“ მცველი მაქს ფინკგრეფი ბურთს აუტზე აგდებდა, მაგრამ ხაზის მსაჯს პირდაპირ სახეში გაარტყა. ასეთი დარტყმისგან სივერი გაზონზე დაეცა და დიდხანს ვერ ადგა. მატჩი შეჩერდა და ტორბენს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რის შემდეგაც ის მატჩის მეოთხე მსაჯმა, ნიკოლას ვინტერმა შეცვალა.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-19 ტური. 27 იანვარი: აუგსბურგი - ბაიერნი 2:3, ჰოფენჰაიმი - ჰაიდენჰაიმი 1:1, შტუტგარტი - ლაიფციგი 5:2, ვერდერი - ფრაიბურგი 3:1, ვოლფსბურგი - კიოლნი 1:1, ლევერკუზენი - გლადბახი მოგვიანებით გაიმათება

0.46958