ქალებს შორის ავსტრალიის ღია პირევლობა არინა საბალენკას ტრიუმფით დასრულდა. 25 წლის ბელარულსმა ჩოგბურთელმა ტიტულის დაცვა შეძლო და 2013 წლის შემდეგ პირველია, ვინც ეს მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 11 წლის წინ, მსგავსი შედეგი ასევე ბელარუსმა ვიკტორია აზარენკამ დააფიქსირა.
საბალენკა ფინალში ჩინელ ქინვენ ჟენგს შეხვდა, რომელიც ტურნირის გადამწყვეტ მატჩში პირველად თამაშობდა და მისი დამარცხება ადვილად, ორ სეტში - 6:3, 6:2 შეძლო.
ფინალური დაპირისპირება საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ჟენგს 6 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა ქონდა, ხოლო საბალენკამ 3 ეისი მიითვალა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია.
ამრიგად, ავსტრალიის ღია პირველობა კვლავ საბალენკამ მოიგო, თან ისე, რომ სეტიც კი არ წაუგია. ხოლო მამაკაცებს შორის გამარჯვებული, ხვალ იანიკ სინერსა და დანილ მედვედევს შორის გაირკვევა.