ფეხბურთი

2:00 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინომ" "კალიარისთან" მოიგო, საბა საზონოვმა შესანიშნავად ითამაშა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში „ტორინომ“ სტუმრად „კალიარი“ 2:1 დაამარცხა, საბა საზონოვმა კი 78-ე წუთიდან ითამაშა, მაგრამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ქართველი მცველი მოედანზე მაშინ გამოჩნდა, როცა უკვე 2:1 იყო. მატჩის ბოლო კომპენსირებულ წუთზე მან ორჯერ გადაარჩინა გუნდი გოლისგან: ჯერ ფეხით ჩაჭრა სახიფათო პასი, როცა სარდინიელთა შემტევი გასატანად მზად იყო, ცოტა ხანში უკვე თავით დაასწრო მცველს ცარიელი კარის წინ!

„ტორინო“ პირველივე ტაიმში დუვან საპატას და სამუელე რიჩის გოლებით 2:0 დაწინაურდა, 77-ე წუთზე ნიკოლა ვიოლამ შეამცირა სხვაობა - 1:2. საბა საზონოვს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ერთხელ ითამაშა.

„ტორინო“ 31 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 თებერვალს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. სხვათა შორის, ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ალესანდრო ბონჯორნო გამოტოვებს, რომელიც საზონოვის კონკურენტია და შეიძლება ქართველი ძირითადში ვიხილოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11645