ფეხბურთი

1:08 | 27.01.2024 | ნანახია 0 - ჯერ

VAR-ის შეცდომის გამო "ანდერლეხტი" - "გენკის" მატჩი გადათამაშდება

ბელგიის ჩემპიონატში „ანდერლეხტის“ და „გენკის“ მატჩი გადათამაშდება. ამის მიზეზი კი VAR-ის შეცდომა გახდა.

ეს თამაში 23 დეკემბერს გაიმართა და ბრიუსელელებმა 2:1 მოიგეს. თუმცა, იყო ერთი მომენტი, როცა მსაჯები შეცდნენ: „გენკმა“ პენალტი ვერ გაიტანა, დარტყმა „ანდერლეხტის“ მეკარემ კასპერ შმეიხელმა მოიგერია, მაგრამ დანიელ მეკარეს დამატებაზე მაინც გაუტანეს.

მსაჯმა გოლი VAR-ის დახმარებით გააუქმა, რადგან გოლის ავტორი ფეხბურთელი საჯარიმოში ნაადრევად შეიჭრა. ეს მართალია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ „გენკის“ შემტევთან ერთად საჯარიმოში ნაადრევად „ანდერლეხტის“ ორი ფეხბურთელიც შევიდა. ამრიგად, VAR-ს და მსაჯებს პენალტის თავიდან შესრულების უფლება უნდა მიეცათ „გენკისთვის“.

საბოლოოდ, „გენკმა“ საჩივარი შეიტანა და სადისციპლინო კომიტეტმა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა - მატჩის შედეგი ანულირებულია და თავიდან გაიმართება. შეიძლება ითქვას, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც VAR-ის შეცდომის გამო მატჩი გადათამაშდება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:43 | 23.03.2016
M.U2015 (19400)

ძაან დაბალი დონის წვრთნელი მომავალი ჩაგდება ექნება გუნდს და ეგაა.

14:09 | 23.03.2016
kelbo (7279)

უჭირთ ეტყობა შემცვლელის მოძებნა თორე ულვაშას თვითონ არაერთხელ უთქვამს რომ წასვლის დროა... თვითონ ტიპია ისეთი რო "ცას გამოკერება" არ ჩვევია, თავის საქმის გაკეთება და მერე წასვლა ურჩევნია და ნაკრებისთვისაც ალბატ უკეთესი იქნებოდა ვინმე ახალი...
თორე ულვაშა რაც არი ყველამ ვიცით

13:55 | 23.03.2016
bejo77 (57)

გავიდნენ უკვე 2018 წლის მუნდიალზე?

12:48 | 23.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ულვაშაშეეეეე, ყველაზე მაგარო!

0.067437