ჩოგბურთი

22:36 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: "სლემზე ერთ-ერთი უცუდესი თამაში ჩავატარე"

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში იანიკ სინერთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც სერბმა განაცხადა, სლემზე ეს მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო.

„შოკირებული ვარ ჩემი დონით. ცხადია, რომ სლემზე ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო. არ არის კარგი განცდა, მაგრამ ვულოცავ იანიკს, მან ყველაფერი ჩემზე უკეთ გააკეთა. ის ძალიან ზუსტად აწვდიდა და ყველა ასპექტში მასზე დაბლა ვიყავი, ასე რომ დომინირებდა. თუ კარგად აწვდი, გაქვს მენტალური უპირატესობა მეტოქესთან შედარებით და შეგიძლია მასზე ზეწოლა მოახდინო“, - თქვა ჯოკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა 10-ჯერ აქვს მოგებული და ამ ტურნირზე 33-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. იანიკ სინერი ფინალში 28 იანვარს, დანიილ მედვედევს შეხვდება.

0.126601