ფეხბურთი

21:57 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს პორტუგალიასთან მოგებულ შეხვედრაში წაგება ჩაუთვალეს

უეფამ საქართველოს ფუტსალის ნაკრების პორტუგალიასთან მოგებულ შეხვედრაში წაგება ჩაუთვალა.

უეფას ვებგვერდზე წერია, რომ მატჩი, რომელშიც რეალურად საქართველომ 2:1 მოიგო, 0:5 წააგო. სასჯელის მიზეზი ისევ პორტუგალიელთა საჩივარი და ავთანდილ ასათიანის გუნდში ლეგიონერთა თამაშია.

პორტუგალიასთან მოედანზე მხოლოდ ორი ნატურალიზებული მოთამაშე იყო - ჩიმბა და რონინიო. სწორედ ჩიმბამ ითამაშა გადამწყვეტი როლი უძლიერესი მეტოქის დამარცხებაში, რადგან გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

პორტუგალიას 2016 წლის შემდეგ წაგება არ ჰქონდა და ეს სერია თბილისში შეწყდა, მაგრამ უეფას გადაწყვეტილებით პორტუგალიის ნაკრები ისევ დაუმარცხებია, რადგან როგორც ვთქვით, საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრაში 0:5 წაგება ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები წესითა და რიგით მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში უნდა გასულიყო, მაგრამ 5 შეხვედრაში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

0.118406