ჩოგბურთი

18:12 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მედვედევის ქამბექი ზვერევთან და ფინალის საგზური ავსტრალიის ღია პირველობაზე

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დანიილ მედვედევი ითამაშებს. რუსმა ჩოგბურთელმა გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრა 4 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. მედვედევმა ხუთ სეტში, 5:7, 3:6, 7:6, 7:6, 6:3 მოიგო.

როგორც ხედავთ, ზვერევი 2:0-ს იგებდა, მაგრამ მედვედევმა ურთულესი სიტუაციიდან გამოსვლა შეძლო, მომდევნო ორ სეტშიც ბეწვის ხიდზე გაიარა, რადგან ტაიბრეიკი დასჭირდა მოსაგებად, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშს წააგებდა, მაგრამ ყველა დაბრკოლება გადალახა და ფინალში გავიდა.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დანიილ მედვედევის მეტოქე 28 იანვარს, იტალიელი იანიკ სინერი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი უბრალოდ უშანსოდ დაამარცხა.

0.119123