„კრემონეზეს“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი „ბრეშას“ წინააღმდეგ სერია B-ს 22-ე ტურში ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ამის შესახებ მატჩი წინ პრესკონფერენციაზე კრემონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ განაცხადა. ამრიგად, ლუკა 16 დეკემბრის შემდეგ პირველად გავა მოედანზე პირველი წუთიდან, ისე კი, ბოლო ორ მატჩშიც ითამაშა, ოღონდ შეცვლაზე.
მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილმა სერია B-ში 10 შეხვედრა ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. „კრემონეზე“ 38 ქულით მესამე ადგილზეა და სერია A-ში დაბრუნების კარგი შანსი აქვს.