საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ილიას ზუროსის ახალი სამუშაო ადგილი ათენის „აეკი“ იქნება. ბერძენმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა და სამშობლოში იმუშავებს.
ზუროსი კლუბში 2024 წლის ბოლომდე დარჩება და როგორც თვითონ აღნიშნა საუკუნოვან გუნდში მისი როლი ძალიან საპატიოა.
57 წლის სპეციალისტი ბოლოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელიც 2016 წელს ჩაიბარა და ისტორიაში პირველად ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა.
რაც შეეხება აეკ-ს, ათენის გუნდი 2 ტურნირზე გამოდის. შიდა ჩემპიონაში 15 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი წაგებით დაასრულა. ზუროსის დებიუტი ახალ კლუბში 27იანვარს, სტუმრად „კარდიტასის“ წინააღმდეგ შედგება.