ფეხბურთი

10:28 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე შესაძლოა იტალიურ გუნდში გადავიდეს

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე შესაძლოა „კრემონეზეში“ გადავიდეს. ამის შესახებ პოლონური გამოცემა meczyki იტყობინება.

წყაროს თანახმად, ოთარი „კრაკოვიასთან“ კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც ზაფხულში იწურება, მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ ამასთანავე იტალიური კლუბისგან აქვს შეთავაზება, რომელსაც მისი დამატება უფასოდ სურს.

შესაბამისად, თუ კაკაბაძე კრაკოველებთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, დიდი შანსია „კორემონეზეში“ გადავიდეს, სადაც 2022 წლიდან ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს. კრემონელები ამჟამად სერია B-ში არიან, მაგრამ მესამე ადგილს იკავებენ და სერია A-ში გადასვლის რეალური შანსი აქვთ.

ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიას“ 2021 წელს შეუერთდა და აქამდე მან პოლონურ კლუბში 61 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. საქართველოს ნაკრებში მას 58 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.111472