სხვა

12:20 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პოლიტიკური პროპაგანდა ეკრძალებათ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენთა თვითგამოხატვის წესები კრძალავს ნებისმიერ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ რასობრივ პროპაგანდას.

ამაზე მიუთითებს ოლიმპიური ქარტიის წესი 50.2, რომელიც ოლიმპიური ობიექტების ტერიტორიაზე მოქმედებს. ამავდროულად, ყველა სპორტსმენს ოლიმპიური ღირებულებების დაცვით თვითგამოხატვის უფლება აქვს. IOC აღნიშნავს, რომ ყურადღება გადატანილი უნდა იყოს ათლეტების ასპარეზობაზე, ხალხის გაერთიანებაზე და ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე.

სპორტსმენებს ოლიმპიური ქარტიის დაცვით საკუთარი შეხედულების გამოხატვა შეეძლებათ შერეულ ზონებში, საერთაშორისო მედიაცენტრში, პრესკონფერენციებზე, ინტერვიუში, გუნდურ თავყრილობებზე, მედიასთან ურთიერთობისას, სოცქსელებში და შეჯიბრების ჩატარების ადგილზე მათ დაწყებამდე, ამასთან ისე, რომ ხელი არ შეუშალონ შეჯიბრების სხვა მონაწილეებს და დაიცვან ოლიმპიზმის პრინციპები.

ათლეტებს ოფიციალური ცერემონიის მსვლელობისას (ოლიმპიური თამაშების გახსნა და დახურვა, დაჯილდოება), ასპარეზობისას და ოლიმპიურ სოფელში ეკრძალებათ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა. თვითგამოხატვის წესების დარღვევის შემთხვევაში, IOC-მა სხვადასხვა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, სპორტსმენის, მისი გუნდის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ შეიძლება გამოიყენოს სანქციები.

პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.

GEONOC.ORG.GE

0.116927