ფეხბურთი

18:34 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი გერმანულ გუნდს დაუკავშირეს

„ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი „ჰამბურგს“ დაუკავშირეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

„ჰამბურგი“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის დამატებას აირებს და ორი ვარიანტი აქვს - დავიდ ზიმა და საბა საზონოვი. აღსანიშნავია, რომ ორივე „ტორინოს“ წევრია, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.

23 წლის ჩეხი მცველი გერმანელებისთვის პირველი არჩევანია, მაგრამ მის ალტერნატივად საბას განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ „ჰამბურგი“ საზონოვით ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ინტერესდებოდა, სადაც ქართველი „ტორინოში“ გადავიდოდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ტურინელები დათანხმდებიან თუ არა, საზონოვის გასხვისებას, თუნდაც იჯარით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში საბა საზონოვმა „ტორინოში“ 5-ჯერ ითამაშა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. "ჰამბურგი" ამჟამად II ბუნდესლიგაში გამოდის, მაგრამ ბუნდესლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.

0.11441