2023/24 წლების დიდი 10-ის სეზონი ხვალ განახლდება. მე-12 ტურის ერთი თამაში პარასკევს, ორ-ორი კი შაბათ-კვირას გაიმართება.
პირველ მატჩში, 26 იანვარს ‘ბათუმი’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ აჭარის დედაქალაქში უმასპინძლებს. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება. ამ თამაშში გუნდები „სარბიელის სინისთვის“ შეებმებიან, რომელსაც ‘ბათუმი’ 3 ნოემბრიდან, აგერ უკვე 5 ტურია ფლობს.
2024 წლის პირველ თამაშს ზღვისპირელები 39 ქულით და მესამე ადგილით ხვდებიან. ისინი ლიდერ ‘ლელო-სარასენსს’ 1 ქულით, ხოლო ‘აიას’ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან და მინიმუმ ერთი დღით პირველ ადგილზე აღზევების შანსი აქვთ. ‘ყაზბეგი’ 21 ქულით მე-8 ადგილზეა, საფლეიოფო ექვსეულს 4 ქულა აშორებს და გამარჯვება მისთვისაც საშური საქმეა. პირველ წრეში ‘ბათუმმა’ ‘ყაზბეგს’ „ავჭალაზე“ 32:21 სძლია.
27 იანვარს პირველ თამაშს ფოთის „პარკი არენა“ 14 საათზე უმასპინძლებს და მასში ერთმანეთს აუტსაიდერები ერკინებიან. დებიუტანტმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ განვლილი 11 შეხვედრიდან ორი მოიგო, ჯამში 11 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. თბილისის ‘აკადემიას’ კი რთული პერიოდი უდგას, გასული წელი უქულოდ დაასრულა და გასავარდნ მე-10 პოზიციაზეა.
უშუალო კონკურენტთან გამარჯვების შემთხვევაში „მხატვრები“ ლიგაში დარჩენის შანსს შეინარჩუნებენ, მარცხი კი მათ მიზანს უკიდურესად დააშორებს. თავის მხრივ, ‘არწივებისთვის’ ამ თამაშს ლიგაში დარჩენის ფასი აქვს იოლად არაფერს დათმობენ. პირველ წრეში ოზურგეთელებმა ‘აკადემიას’ შანსი არ დაუტოვეს და ბონუსით, 75:13 დაამარცხეს.
16 საათზე, „აია არენაზე“ ტურის ცენტრალური თამაში დაიწყება და მასში ‘აია’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ უმასპინძლებს. მასპინძლებმა განვლილი 11 თამაშიდან 8 მოიგეს, ჯამში 39 ქულა მოაგროვეს, მეორე ადგილზე არიან და ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან. 7 მოგებითა და 32 ქულით მე-4 ადგილზეა ‘ყოჩები’.
შესაბამისად, სტუმრებს მოწინავე ორეულში მოხვედრისთვის უშუალო კონკურენტებთან გამარჯვება ჭირდება, თუმცა თავის მხრივ, ‘აიას’ ერთი მდევარის ჩამოცილების კარგი შანსი აქვს და მის გამოყენებას ეცდება. პირველ წრეში ‘ყოჩებმა’ „რაგბო პლატოზე“ 16:8 იმარჯვა და ქუთაისელები საკუთარ მოედანზე რევანშის აღებას ეცდებიან.
კვირას, 28 იანვარს ესტაფეტა აღმოსავლეთ საქართველოში გადმოინაცვლებს. 14 საათზე მოქმედი ჩემპიონი რუსთავის ‘ხარები’ თბილისის ‘ხვამლს’ მასპინძლობს. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე ქომაგი უშეღავათო ბრძოლის მომსწრე უნდა გახდეს. ორივე გუნდი საფლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის, კონკურენტთან აღებული ქულები კი ასეთ დროს განსაკუთრებულად ფასობს.
‘ხარებმა’ 4-თამაშიანი ჩავარდნის შემდეგ, გასული წლის ბოლოს ორი შეხვედრა მოიგო და 27 ქულით მე-5 ადგილზე აღზევდა. არასტაბილური შედეგები ქონდა ‘ხვამლს’ და ის 25 ქულით მე-7 პოზიციაზეა. პირველ წრეში ‘ხვამლმა’ ჩემპიონი „ხვამლი არენაზე“ 20:3 დაამარცხა.
მე-12 ტურის დასკვნითი შეხვედრა 16 საათზე დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ დაიწყება. ‘ლელო-სარასენსმა’ განვლილი 11 თამაშიდან 9 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 2024 წელს 40 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში შეხვდა. 28 იანვარს მისი მეტოქე ქუთაისის ‘არესი’ იქნება, რომელსაც ‘ხვამლის’ მსგავსად 25 ქულა აქვს, თუმცა მას ურთიერთშეხვედრებით ჯობნის და მე-6 პოზიციაზეა.
პირველ წრეში, ქუთაისში, გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. 54-ე წუთისთვის ‘ლელოს’ 5 ლელო ქონდა გატანილი და 24 ქულით იგებდა. ‘არესმა’ დარჩენილ დროში 4 ლელო გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდასახა და ნუგეშ-ქულასღა გამორჩა – 27:29.
RUGBY.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლივერპულის ჩემპიონობა კი მინდა,მაგრამ ძალიან გაუჭირდება,სიტი მთავარი კონკურენტია,ჩელსი მაუს ხელში ფინიშზე უფრო მოუმატებს თუ ამ გუნდებს მოუგებს პირად მატჩებს მაშინ ლივერპულს კარგი შანსი ექნება ჩემპიონობის.
სამეულს და ლიგის საგზურს მე მგონი არ გაუშვებს ხელიდან.
სუარესმა ისევ გამოიჩინა თავი
ძალიან მინდა ლივერპული გახდეს ჩემპიონნი-ეპლ-ში ამ გუნდს ვბალეშIკობ მარა ძაან მეეჭვება-ალბათ სიტი-ჩელსის ვერ მოერევიან
ლივერპულს საღორ, მაგრამ ამ ჯერარდმა მგონი მე-10 პენალტი გაიტანა ამ სეზონში )))
Online Games ==>> stripslashes((strlen('www.snowbad.com')>0?' www.snowbad.com':' www.snowbad.com'))
მაგარი თამაში იყო და მაგრად გამახარეს რა.უძლიერესებო ოყვნენ სტივი ხო საოცრებაა.მესამე პენალტი არ უნდა დაედო მაგრამ მსაჯს ვერ დააბრალებთ ვერაფერს მოგება თუ გინდა გოლიც უნდა გაიტანო და გოლი კიარა კარში ძლივს არტყამდნენ.ჩვენთვის საძულველ გუნდს თAვისივე სტადიონზე ჰადიკაპი დავადეთ და ჩემპიონობის შანსიც გაჩნდა მე ამის იმედი მაქ.
მსაჯის მოქმედებებზე ლაპარაკი ზედმეტია,მაგრამ გუშინ სრულიად მანჩესტერი(დე ხეას გარდა) ერთი დიიიიიიიიიდი ნ.ე.ხვ.ის ტომარა იყო !!!
სგ სგ ლივერს
მადრიდისტა ლიგაზე სულ რო ასპასებით ითამაშოს ესე სამარცხვინოდ არ გამოვა როგორც ბოლო წლებია ეს ინგლისური "გრანდები" გამოდიან ერთადერთი კლუბია რომელსაც ბარსელონასთვის აქვს მოგებული ორჯერ ნოუ კამპზე არაესპანაური გუნდი მაქვს მხედველობაში... ლიგაზე დაბრუნდებიან ეგ უეჭველია მაგრამ 4 ქულა დიდი სხვაობა არაა რო დაკარგონ სიტიმ და ჩელსიმ კიდევ ქულები შანსი ექნებათ თუმცა ესენი ისეთი უიღლოები არიან 3-4 თამაშს ზედიზედ წააგებენ ნორვიჩებთან და ასტონ ვილებთან D
D
ბრავო ლივერპოლს
ვიდიჩს ისეთი სახე ქონდაგეგონება 10 წელი კიდე მანჩესტერში უნდა ითამაშოსო :დ :დ :დ
საღოლ ლივერპულს,მარტლაც რომ კარგი შანსი აქვს ჩემპიონობის ლივერპულს,გუშინ კალენდარს გადავხედე იმ 4 გუნდის ვინც ჩემპიონობისთვის იბრდზვის და ხველაზე ადვილი კალენდარი ლივერპულს აქვს,2 თამაშია გამოსარჩევი რომელიც დიდი ალბათობით ჩემპ[იონობის ბედს გადაცხვეტს სიტის და ჩელსის სახლში იღებს, თუ ორივეს მოუგო ლივერპულმა მე მგონი ჩემპიონობიც გახდება,იმსახურებ ჯერარდი პრემიერლიგას ერთხელ მაინც,ეს სუარესი ხომ საერთოდ გასაოცარ ფეხბურთს თამაშობს,უკვე დზალიან დაიხვეცა ხველანაირად ტექნიკასთან ერთად პასიც და მოედნის ხედვაც,ნებისმიერი დისტანციიდან ნებისმიერი ადგილიდან შეუდზლია გოლის გატანა,დზალიან მინდოდა ეგ რომ ბარსელონაში გადმოსულიხო აიაქსიდან მაგრამ გვარდიოლამ რატომღაც სანჩესი აირჩია რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა,ეხლა რომ სუარესი ბარსაში იხოს ცარმომიდგენია მოცინააღმდეგე გუნდების ციოკი,ეხლა უკვე მატარებელმა ჩაიარა ლივერპული აღარც გახიდის სუარესს და თუ გახიდის ასტრონომიულ თანხად. სერიოზული გუნდი დადგა ლივერპული მომავალ ცელს თუ დდაიმატა ხველა რგოლში თითო მაღალი კლასის შემსრულებელი მაღალი მიზნები ექნება ლიგაზეც.
აუ რა შეტევის ხაზი ჰყავს ლივერპულს ^_^ არ მიყურებია გუშინ მატჩისთვის, მაგრამ როგორც ფორუმზე გავიგე მსაჯს "უვაჟკაცია". თუმცა, არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ მოგება დამსახურებულია.
ლივეეეერ. სუარესი დღეს იბრასაც მირჩევნია, კავანისაც და აგუეროსაც. ძალიან მაგარი ფორვარდია.
სტატიის ავტორს საღოლ მაშინ ლივეროულს 4.5 კუში ქონდა და ფავორიტად ჩავიდაო ) ორიანი მედ. მახსოვს პენალი გაიტანა მანჩესტერმა და ამოტენეს მერე ))
ეგრე რა,ეხლა მშვიდად ვარ უფრო.ჩემპიონობის ამბიცია ისევ არ მაქვს,მაგრამ მესამე ადგილი მინდა.
ინ მოიეს ვი თრასთ.
მომავალ წელს შეიძლება იფიქრო მესამე ადგილზე მაგრამ წელს შანსი არაა
))))
გუშინაც ავღნიშნე, ფრესაც არ ვიმსახურებდით მაგრამ მსაჯმა იკაიფა
რაფიკაზე პენალი დადო, იგივე მოხდა ჯონსონზე არ დადო, ვიდიჩი კიდე საერთოდ რატო გააგდო თითონაც არ იცის, არც შეხებია იმ სიმულიანტს საერთოდ
)) რაიმე სალაპარაკო თუა ამ მატჩზე, მსაჯის გამო თორე ეკუთნოდა ლივერპულს ეს მოგება 

მოიესი კიდე არაა მანჩესტერის დონის მწვრთნელი მერამდენედ გამოჩნდა
გეთანხმები,თუმცა მსაჯი ისეთი კუთხით იდგა უბრალოდ არ შეეძლო დაენახა.სტარიჯს უნდა ეთქვა ჩემი აზრით,არ მოიქცა სწორად.
გვერდითა და მეოთხე მსაჯი პირდაპირ უყურებდნენ
) კართან რო მსაჯია მის წინ გაითხლარშა სტარიჯი და ეგ ვერ დაინახა დავიჯერო?
))
გასაგდებია მოიესი, არც ადრე მომწონდა ეს მრწვთნელი
ნუ ალბათ არავინ დაობთ იმაზე რომ ლივერპულს ეკუთვნოდა ეს მოგება და ყველაფერში აჯობა მანუს, მსაჯის შეცდომების მიუხედავად
ლივე საუკეთესო ფორმაშია. წესით ან ლივე გახდება ჩემპიონი ან სიტი
ლივე ჩემპიონDDDDDDDDD
ეს სუარესი რა გიჟია. მისი ელვისებური გარღვევები მევასება მაგრად. თან რა სწრაფად აკეთებს ყველაფერს. ქარიზმატულად გამოსდის.
კი მასეა
არაუშავს გამოვალთ ამ რთულ მდგომარეობიდან და მერე ყველა მიიხებს თავისას
რაღაც არა მგონია მანჩემ ერთი 5 წელი რამე ქნას
DDDDDDDDDDDDDDD როდის
ჩემმა ბიჭმა კიდე რა თხარა ქათმებს უკანალში
გოუძლეს
ფორმაში იქნებიან აბა რა იქნებიან? პრემიერლიგის გარდა ლივერპული არსად თამაშობს და სეზონის ბოლოს ეგენი უნდა იყვნენ ფორმაში აბა ვინ
თორე ლიგაზე რო გამოვიდნენ ხო რას ამბობ
2 გუნდი უკვე გამოვარდა 2ც შემდეგ კვირაში გამოვარდება
+1