„ნაპოლის“ ნახევარმცველი ალესიო ძერბინი კარიერას „მონცაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ორივე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელი „მონცას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. 24 წლის ფეხბურთელი ვალტერ მაძარის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.
ძერბინმა გასული სეზონიდან დღემდე „ნაპოლიში“ 24 მატჩში თავის გამოჩენა 2 გოლით მოახერხა. მანამდე მას ნათამაშები აქვს „ვიტარბეზეში“, „ჩეზენაში“, „პრო ვერჩელისა“ და „ფროზინონეში“.