სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:16 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ 16 წლის შემტევმა ესპანეთის თასზე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

„ბარსელონას“ 16 წლის ესპანელმა გარემარბმა ლამინ იამალმა ქვეყნის სამეფო თასის მეოთხედფინალში ბილბაოს „ატლეტიკთან“ გოლი გაიტანა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც ამ ტურნირზე თავის გამოჩენა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ თასის მეოთხედფინალში დამატებით დროში დამარცხდა „ატლეტიკთან“ ანგარიშით 2:4.

ამ დროისთვის იამალი 16 წლის და 195 დღისაა, ხოლო ხუანმი ხიმენესი, ამ მაჩვენებლის ყოფილი რეკორდსმენი, 2010 წელს 16 წლის 238 დღის იყო. ხუანმიმ „მალაგას“ შემადგენლობაში ყოფნისას გოლი თასის 1/8 ფინალში, „ხეტაფეს“გაუტანა.

მიმდინარე სეზონში იამალმა კლუბის შემადგენლობაში ყველა შეჯიბრში 29 მატჩში ითამაშა, სამი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.109239