ფეხბურთი

11:53 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ „ბარსელონადან“ წასვლა არ გამორიცხა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ კლუბს დატოვებს, თუ გუნდი არადამაკმაყოფილებელ შედეგებს აჩვენებს.

24 იანვარს „ბარსამ“ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში დამატებით დროში წააგო ბილბაოს „ატლეტიკთან“ (2:4).

„მე ვთქვი, რომ თუ კონკურენტუნარიანობის დონეს არ მივაღწევთ, მაშინ ჩემი პოსტის დატოვება გამართლებული იქნებოდა. ჩვენ დიდ კლუბში ვართ - „ბარსელონაში.“ ვიბრძვით და ვშრომობთ. მაგრამ საიდუმლო არ არის, თუ არ მოიგებ, მწვრთნელს საფრთხე ემუქრება“, - ციტირებს ჩავის სიტყვებს Marca.

ამ დროისთვის, „ბარსელონა" ესპანური პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მადრიდის „რეალს" 7 ქულით, ხოლო ლიდერ „ჟირონას“ 8 ქულით ჩამორჩება.

0.11419