ფეხბურთი

10:07 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ფეიენოორდმა“ პსვ-ის ორი ფანტასტიკური სერია დაასრულა

გუშინ, 24 იანვარს, როტერდამის „ფეიენოორდმა“ ნიდერლანდების თასის 1/8 ფინალში პსვ „ეინდჰოვენი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის 31-ე წუთზე ნახევარმცველმა კვინტენ ტიმბერმა გაიტანა.

ამრიგად, პსვ-ის ორი წაუგებელი სერია ერთდროულად დასრულდა. ქვეყნის თასზე ეინდჰოვენის კლუბმა წინა 11 მატჩი მოიგო, ამ სერიის განმავლობაში წითელ-თეთრებმა ორჯერ გაიმარჯვეს თასის გათამაშებაში. ყველა ტურნირზე კი პსვ-ის ბოლო 20 მატჩი არ წაეგო. ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა 16-ჯერ მოიგო და ოთხი შეხვედრა ფრედ დაასრულა.

„ეინდჰოვენი“ ერედივიზიის სატურნირო ცხრილში 18 მატჩიდან 52 ქულით ლიდერობს და ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ ორი ქულა დაკარგა. პსვ-ს უახლოესი მდევარი „ფეიენოორდია,“ რომელიც მას 10 ქულით ჩამორჩება.

0.114604