ფეხბურთი

3:11 | 25.01.2024 | ნანახია NaN - ჯერ

"ბარსელონა" "ბილბაოსთან" დამარცხდა და ესპანეთის თასიდან გავარდა

ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში „ბარსელონა“ „ბილბაოსთან“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ბასკებმა ანგარიში პირველივე წუთზე გორკა გურუსეტას გოლით გახსნეს, მაგრამ ტაიმი მაინც „ბარსელონა“ მოიგო. ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გაათანაბრა, ხოლო ლამინე იამალმა კატალონიელები წინ გაიყვანა.

მეორე ნახევრის დასაწყისში წონასწორობა ოიჰან სანსეტმა აღადგინა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, შესაბამისად, დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც „ბილბაომ“ მეტოქეს აჯობა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

გოლები, ძმების, ინიაკი და ნიკო უილიამსების ანგარიშზეა. „ბილბაომ“ 4:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ამრიგად, მიმდინარე სეზონში ესპანეთის თასს „ბარსელონა“ და „რეალი“ ვერ მოიგებენ, რადგან ორივემ ტურნირი უკვე დატოვა.

ნახევარფინალში გავიდა „მალიორკაც“, რომელმაც ლა ლიგის ლიდერ „ჟირონას“ აჯობა. კუნძულელებმა დასაწყისშივე მოიპოვეს სამბურთიანი უპირატესობა, რასაც კატალონიელებმა ორი ბურთით უპასუხეს, მაგრამ მეტი ვერ მოახერხეს და „მალიორკამ“ 3:2 გაიმარჯვა.

ესპანეთის თასის ნახევარფინალში „მალიორკას“ და „ბილბაოს“ გარდა, ასევე გასულია „სოსიედადი“, ხოლო ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა დღეს „ატლეტიკოსა“ და „სევილიას“ მატჩში გაირკვევა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:41 | 06.11.2024
Kobe Bean (21711)

რეალს ეტყობა კროოსის წასვლა და მოდრიჩიც რომ წავა მერე ნახეთ დატყობა.ბელინგემი ვალვერდე კაი ფეხბურთელები არიან მაგრამ კროოსი და მოდრიჩი არცერთი არაა.რა ვიცი,ვინმე მაგარი თუ არ იყიდა პერესმა(გაუჭირდება) მაშინ ბარსას ცენტრი გამოისვამს რეალს კაიხანი

01:12 | 06.11.2024
Kobe Bean (21711)

სწორია ბენზემა.გასაგებია რომ არაა ტიპიური ცენტრფორვარდი ტილიანი მაგრამ მაგის შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს არ უნდა უჭირდეს არც ცენტრფორვარდობა და უნდა გაითავისოს ეგ პოზიციაც.გარემარბი მბაპე ისედაც ვის რა ჩემ მზედ უნდა,ინსაიდს კი ვინის გამო ვერ ითამაშებენ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062621