„ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა. იურგენ კლოპის გუნდმა ნახევარფინალში „ფულჰემს“ აჯობა.
„წითლებმა“ პირველი მატჩი შინ 2:1 მოიგეს, ეს უპირატესობა კი, „ქრავენ კოტეჯზე“ დაიცვეს. „ლივერპულმა“ პირველი ტაიმი ლუის დიასის გოლით მოიგო, რასაც 77-ე წუთზე ისა დიოპმა უპასუხა, მაგრამ მეტი ლონდონელებმა ვერ შეძლეს და ფრე 1:1, ხოლო ორი მატჩის ჯამში მერსისაიდელებმა 3:2 მოიგეს.
ინგლისის ლიგის თასის ფინალი 25 თებერვალს, „უემბლიზე“ გაიმართება, „ლივერპულის“ მეტოქე კი „ჩელსი“ იქნება.