ფეხბურთი

2:02 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასზე მერვედფინალური წყვილები ცნობილია

აფრიკის თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ყველა მერვედფინალისტი გაირკვა.

F ჯგუფის ბოლო ტურში მაროკომ 1:0 აჯობა ზამბიას და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო დ.რ კონგოსა და ტანზანიის დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. შედეგად, პლეი-ოფში მაროკო და დ.რ კონგო გავიდნენ.

მერვედფინალური წყვილები ასეთია:

ნიგერია - კამერუნი

ანგოლა - ნამიბია

კაბო ვერდე - მავრიტანია

მაროკო - სამხრეთ აფრიკა

მალი - ბუკრინა ფასო

სენეგალი - კოტ დივუარი

ეგვიპტე - დ.რ კონგო

ეკვატორული გვინეა - გვინეა

თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავიდა, გარდა ამისა, 6-დან ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანიც პლეი-ოფშია (გვინეა, ნამიბია, მავრიტანია, კოტ დივუარი). მესამე ადგილოსნებიდან მერვედფინალს მიღმა მხოლოდ განა და ზამბია დარჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136252