„ნაპოლი“ შეიძლება მიმდინარე სეზონის ბოლოს ვიქტორ ოსიმენმა დატოვოს. ნიგერიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ხალხი ამის შესახებ სეზონის დასრულების შემდეგ გაიგებს.
იტალიურ მედიაში დღეს გამოქვეყნდა იმ 5 ფეხბურთელის სახელი, რომლებმაც შეიძლება ოსიმენი „ნაპოლიში“ შეცვალონ.
ნეაპოლური გუნდის სიაში არიან ჯონათან დავიდი (ლილი), ვიქტორ ბონიფასი (ლევერკუზენი), სანტიაგო ხიმენესი (ფეიენოორდი), ბენჟამინ შეშკო (ლაიფციგი) და ჯოშუა ზირკზე (ბოლონია).
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიგერიელი დე ლაურენტისს კლუბიდან გაშვებაზე იმთავითვე შეუთანხმდა.