ფეხბურთი

23:25 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ორი 0:0 E ჯგუფში: ტუნისი აფრიკის თასს გამოეთიშა

აფრიკის თასზე E ჯგუფში ასპარეზობა დასრულდა. ბოლო ტურის ორივე მატჩი უგოლოდ დასრულდა: სამხრეთ აფრიკა ტუნისს და მალი ნამიბიას დაუზავდა - 0:0.

ეს ანგარიში მხოლოდ ტუნისს არ აძლევდა ხელს, რომელიც 2 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა და ჯგუფში ჩარჩა. სამაგიეროდ ჯგუფიდან გავიდა მალი (5 ქულა და პირველი ადგილით), სამხრეთ აფრიკა (4 ქულა და მეორე ადგილი) და ნამიბია (4 ქულა და საუკეთესო მესამე ადგილოსნებში მოხვდა).

აფრიკის თასის მერვედფინალური წყვილები ასეთია:

ნიგერია - კამერუნი

ანგოლა - ნამიბია

კაბო ვერდე - მავრიტანია

მალი - ბურკინა ფასო

ეკვატორული გვინეა - გვინეა

ეგვიპტის, სამხრეთ აფრიკისა და სენეგალის მეტოქეები ჯერ უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113756