ფეხბურთი

22:56 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" გვატემალის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

„დინამო თბილისის“ რიგებს გვატემალის ნაკრების 24 წლის შემტევი ოსკარ სანტისი შეუერთდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2+1 ოფციით გაფორმდა. გვატემალელი გარემარბი თბილისურ გუნდს თურქეთში შეუერთდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდგომ კი თბილისურ კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.

სანტისმა პროფესიული კარიერა ადგილობრივ სუჩიტეპეკესში დაიწყო, შემდეგ კი 4 სეზონი ადგილობრივი ფეხბურთის გრანდ - კომუნიკასიონესში გაატარა. ბოლო ორი სეზონი ოსკარი საფეხბურთო კლუბ ანტიგუას ღირსებას იცავდა.

ოსკარ სანტისი გვატემალის ნაკრების წევრია, რომლის რიგებშიც 29 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 9 გატანილი გოლია.

სანტისი გვატემალის ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული და კონკაკაფის ლიგის ჩემპიონია.

0.121452