ფეხბურთი

22:17 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოტ დივუარი აფრიკის თასიდან ჯერ არ გავარდნილა, მაგრამ მწვრთნელი გაათავისუფლეს

კოტ დივუარის ნაკრები აფრიკის თასიდან, რომლის მასპინძელი ჯერ ოფიციალურად არ გავარდნილა, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ჟან-ლუი გასე გაათავისუფლეს.

კოტ დივუარმა ჯგუფურ ეტაპზე 2:0 აჯობა გვინეა-ბისაუს, მაგრამ შემდეგ წააგო ნიგერიისა (0:1) და ეკვატორული გვინეის (0:4) წინააღმდეგ. შედეგად, ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

მიუხედავად ამისა, კოტ დივუარს შანსი აქვს მერვედფინალში მაინც ითამაშოს, ამისთვის საჭიროა, ყველა ჯგუფში ასპარეზობის დასრულების შემდეგ 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანში მოხვდეს, რისი შანსიც კოტ დივუარელებს აქვთ.

ასე რომ, თუ კოტ დივუარი ჯგუფიდან გავა, პლეი-ოფში ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106672