ფეხბურთი

16:38 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კამერუნის ნაკრებში ეტო'ომ და ონანამ იჩხუბეს

კამერუნის ნაკრებში ისევ კონფლიქტია, რომლის მთავარი მონაწილე კვლავაც ანდრე ონანაა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე ჯგუფური ეტაპოს ბოლო ტურში გამბიასთან შეხვედრაში სათადარიგო სკამზე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი კამერუნისთვის გადამწყვეტი იყო.

მთავარმა მწვრთნელმა რიგობერტ სონგმა ონანას საფრანგეთის მესამე დივიზიონის კლუბ, „ნიმში“ მოთამაშე მეკარე, ფაბრის ონდოა ამჯობინა. როგორც ცნობილი გახდა, ანდრე ონანას სათადარიგო სკამზე დასმის მიზეზი კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სამუელ ეტო’ოსთან ჩხუბი გახდა. რამ გამოიწვია სამუელსა და ანდრეს შორის დაპირისპირება, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ანდრე ონანამ კამერუნის ნაკრები 2022 წლის მუნდიალის მიმდინარეობისას ასევე კონფლიქტის გამო დატოვა. როგორც ჩანს, მას ეროვნულ ნაკრებში ისევ პრობლემები აქვს.

0.114488