ფეხბურთი

15:34 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის "ტორპედომ" ნორვეგიელი ფორვარდი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ ნორვეგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბიორნ იონსენი დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

ნორვეგიელ ფორვარდს ნიდერლანდების ერედივიზიეში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი, როდესაც ის „დენ ჰააგის“, „ალკმაარისა“ და ბოლოს 2022-23 წლებში „კამბურის“ ღირსებას იცავდა.

2020 წელს ის „ულსან ჰიუნდაისთან“ ერთად (სამხრეთ კორეა) ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა, სადაც 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

32 წლის ბიორნ იონსენი ასევე თამაშობდა „ჰართსში“ (2016-2017), სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი 6 გოლით დაასრულა, იყო „როსენბორგსა“ (2019) და „მონრეალში“ (2021-22).

ტორპედოს ახალწვეულს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119741