კატარში აზიის თასის გათამაშება მიმდინარეობს, სადაც ჯგუფური ეტაპი სრულდება. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად პლეი-ოფში გავიდნენ სირიის და პალესტინის ნაკრებები.
სირიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერია, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი. სირიელებმა ბოლო ტურში ინდოეთს 1:0 აჯობეს და ჯგუფში 4 ქულით დაკავებული მესამე ადგილით შეძლებს მერვედფინალში გასვლა, რადგან საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვდნენ.
პალესტინამ ბოლო ტურში ჰონგ კონგის ნაკრები 3:0 დაამარცხა, მანაც 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ისიც საუკეთესომესამეადგილოსნის სტატუსით მოხვდა მერვედფინალურ სტადიაზე.
ასე რომ, ორი ქვეყანა, სადაც ომი მიმდინარეობას, აზიის თასის მერვედფინალში ისტორიაში პირველად გავიდნენ.