ფეხბურთი

2:30 | 24.01.2024 | ნანახია 428 - ჯერ

"ჩელსი" ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა

ლონდონის „ჩელსი“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ნახევარფინალის პირველი მატჩი სტუმრად „მიდლსბროსთან“ წაგებული ჰქონდა (0:1), მაგრამ შინ ძალიან იოლად მოიგო.

„არისტოკრატებმა“ პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს ყველაფერი. ანგარიში ჰოუსონის ავტოგოლით გაიხსნა, რასაც ენცო ფერნანდესის, აქსელ დისასის და კოულ პალმერის გოლები მოჰყვა. მეორე ნახევარში პალმერმა დუბლი შეასრულა, კიდევ ერთი გოლი კი სტუმრებს მადუეკემ გაუტანა. „მიდლსბრომ“ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო და „ჩელსიმ“ 6:1 გაიმარჯვა.

მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა 25 იანვარს, „ფულჰემის“ და „ლივერპულისა“ შეხვედრაში გაირკვევა.

„ჩელსი“ – „მიდლსბრო“ 6:1 (4:0)

გოლები: 0:1 ჰოუსონი (15, ა.გ), 2:0 ფერნანდესი (29), 3:0 დისასი (36), 4:0 პალმერი (42), 5:0 პალმერი (77), 6:0 მადუეკე (81), 6:1 როჯერსი (88)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:06 | 18.03.2024
გუსანი (746)

7 დან 2 ცუდია, კარგია რომ სამიანი ჩააგდო,.. პირველ წრეში ევროლიგაში ლიდერებში ყოფნის მიუხედავად, ადრეც ვწერდი, არ მჯერა ვირტუსის მომავლის, ვქომაგობ თოკოს,რომელიც გამორჩეულს არა და კარგ სეზონს ატარებს....

0.068422
428