ჩინეთში მიმდინარე შანხაის მასტერსზე ჟილ სიმონი ფინალში გავიდა. ფრანგმა ნახევარფინალში ესპანელი ფელიციანო ლოპესი დაამარცხა (6:2, 7:6).
პირველ სეტში, სიმონმა 2 ბრეიკი შეასრულა და სეტი მარტივად მოიგო. მეორე სეტში ორივე ჩოგბურთელი იგებდა თავიანთ მოწოდებებს, სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ფრანგი უკეთესი აღმოჩნდა და 7:1 მოიგო. მატჩი საათსა და 21 წუთს მიმდინარეობდა. სიმონმა 5 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა, ხოლო ესპანელმა 7 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
რეიტინგის 29-ე ნომერი ჟილ სიმონი შანხაის მასტერსის ფინალში პირველად გავიდა სადაც მისი მეტოქე ფედერერ-ჯოკოვიჩის გამარჯვებული იქნება, აღნიშნული მატჩი დღეს თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.