აფრიკის თასზე ასპარეზობა C ჯგუფშიც დასრულდა, სადაც სენეგალის ნაკრებმა მესამე ტურშიც მოიგო.
ალიუ სისეს გუნდმა გვინეის ნაკრები სეკის და ნდიაეს გოლებით დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. შედეგად, სენეგალის ნაკრები 9 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
კამერუნის ნაკრებს აუცილებლად მოგება სჭირდებოდა პლეი-ოფში გასასვლელად და მიზანს გაჭირვებით, მაგრამ მაინც მიაღწია. რიგობერტ სონგის გუნდი 87-ე წუთამდე აგებდა გამბიასთან (1:2), მაგრამ ბოლოს მოახერხა ორი გოლის გატანა და 3:2 გაიმარჯვა, რისი წყალობითაც ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ მერვედფინალში კამერუნი ნიგერიას შეხვდება, ასე რომ, ზამბო ანგისას და ვიქტორ ოსიმენის დუელი შედგება.
მერვედფინალში გვინეაც გავიდა, რომელსაც 4 ქულა ეყო იმისთვის, რომ საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვედრილიყო, ხოლო გამბიამ გამოსვლა უქულოდ ბოლო ადგილზე დაასრულა.