ფეხბურთი

22:51 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოლიტანო კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ხელფასსაც მნიშვნელოვნად მოუმატებენ

მატეო პოლიტანო „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, პოლიტანოს ხელშეკრულება 2027 წლამდე განახლდება, ხელფასის სახით კი წელიწადში 3.2 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ორი მილიონით მეტია, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია გამოიმუშავებს.

იტალიელმა ფეხბურთელმა „ნაპოლიში“ დარჩენის სანაცვლოდ უარი საუდის არაბეთის „ალ-შაბაბს“ უთხრა.

აქვე გეტყვით, რომ მატეო პოლიტანოს „ნაპოლის“ მაისურით 2020 წლიდან დღემდე 174 შეხვედრაში 29 გოლი აქვს გატანილი, 24-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110032