„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა თქვა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
„უკვე გადავწყვიტე რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ამ სეზონის ბოლოს, უკვე მივიღე გადაწყვეტილება. ჩემზე გავრცელებული ჭორების 60% პრემიერლიგაზეა, რომელიც ნამდვილად მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ ჯერ მინდა სეზონი „ნაპოლიში“ კარგად დავასრულო“, - თქვა ოსიმენმა.