ფეხბურთი

18:47 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ლიეტუველი ფეხბურთელი დაიმატა

ლიეტუვის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი - დანიელ რომანოვსკი დინამოში ითამაშებს. თბილისურ კლუბსა და ვილნიუსელ ფეხბურთელს შორის 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

დანიელ რომანოვსკი ვილნიუსის ჟალგირისის აღზრდილია და იმავე კლუბში 6 წელი ასპარეზობდა. სხვადასხვა დროს შტუმბრასის, კაუნასის ჟალგირისის, დონეცკის ოლიმპიკის და ბანგას ღირსებას იცავდა. ბოლო ორი სეზონი რომანოვსკიმ შიაულიაის ფორმით გაატარა. ლიეტუვის ყველა ასაკობრივი ნაკრების გარდა, დანიელ რომანოვსკის ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს გამართული.

დანიელ რომანოვსკი ლიეტუვის ორგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელია. მას ასევე ქვეყნის სუპერთასი აქვს მოგებული.

0.114094