კალათბურთი

14:46 | 23.01.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ემბიდმა „სან ანტონიოსთან“ 70 ქულა მოაგროვა

„ფილადელფია სიქსერზის“ კამერუნელმა ცენტრმა ჟოელ ემბიდმა „სან ანტონიო სფურზთან“ მატჩის შემდეგ (133:123) სამახსოვრო ფოტო გადაიღო. საფუძველიც ჰქონდა, მან მეტოქეს 70 ქულა ჩაუგდო, რითაც საკლუბო და პირადი რეკორდი მოხსნა.

ემბიდმა პარკეტზე სულ 37 წუთი გაატარა, ჯამში 70 ქულა, 18 მოხსნა და 5 შდეგიანი პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ამ მხრივ აბსოლუტური რეკორდსმენი უილტ ჩემბერლენია, რომელმაც „ფილადელფია უორიორზში“ თამაშისას, 1962 წლის 2 მარტს „ნიუ იორკ ნიკსს“ 100 ქულა ჩაუგდო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060825