რაგბის ჩემპიონთა თასზე „სარასენსთან“ გამართული მატჩის შემდეგ „ლიონიდან“ დავით ნინიაშვილი გამოარჩიეს. ქართველმა მორაგბემ მიუხედავად მარცხისა, საკუთარ გუნდს 1 ლელო შესძინა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
მე-15 წუთზე მეტოქის პასი ჩაჭრა და ჩათვლის მოედანზეც ბურთი თვითონვე დაამიწა. ნინიაშვილს ძალიან ეფექტური ლელო გამოუვიდა. თუმცა, ეს მის გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.
„ლიონი“ ჯგუფში 2 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილზე გავიდა, რითაც მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.