ფეხბურთი

16:54 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი ლა ლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ლა ლიგაში ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული მატჩი გიორგი მამარდაშვილს დაუფასდა. ქართველ კიპერს ცნობილმა სპორტულმა ვებ-გვერდებმა WHOSCORED-მა და SOFASCORED-მა შესაბამისად 7.86 და 8.0 ქულა დაუწერა და სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. რუბენ ბარახას გუნდმა 21-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა.

მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა მეკარემაც, რომელმაც სამი დარტყმა მოიგერია, განსაკუთრებით კი თავის გამოჩენა მატჩის მიწურულს მოახერხა.

მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში 24 გოლი აქვს გაშვებული, 7-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია“ 32 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 28 იანვარს, სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114307