ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მადრიდის „რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გააკრიტიკა ევროპულ ფეხბურთში დომინირების სურვილის გამო.
„მისი მიზანია უზრუნველყოს, რომ მდიდარ და უდიდეს კლუბებს, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი ქონება, შეეძლოთ ფეხბურთის მართვა ევროპაში. მისთვის ყველა სხვა კლუბი მხოლოდ ვასალია, რომლიც კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რაც ეძლევა.
რატომ ვაკრიტიკებ პერესს? შეუძლებელია საერთო აზრზე მიხვიდე იმ ადამიანთან, რომელიც შენს სახლში შემოიჭრება და შენს გაძარცვას ცდილობს“, - ციტირებს ტებასის სიტყვებს Sport.es.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აგვისტოში „სამეფო კლუბმა“ სარჩელი შეიტანა ტებასის წინააღმდეგ, ევროპის სუპერლიგის შექმნის საქმეში ხელის შეშლის გამო.