ფეხბურთი

11:50 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰი სარეაბილიტაციოდ კლუბში დაბრუნდება

„ლივერპულმა“ გამოაცხადა, რომ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი კლუბში ოთხშაბათს, 24 იანვარს დაბრუნდება და რეაბილიტაციას გაივლის ბარძაყის ტრავმის გამო.

„მოჰამედ სალაჰი ლივერპულში ოთხშაბათს დაბრუნდება და კლუბის სამედიცინო დეპარტამენტთან ერთად ინტენსიურ სარეაბილიტაციო პროგრამას დაიწყებს. თავდამსხმელის მიერ ეგვიპტის ნაკრების მატჩში მიღებული ტრავმა თავდაპირველად მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა. „ლივერპულმა“ ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციასთან შეთანხმებას მიაღწია, რომ სალაჰი ინგლისში გამოჯანმრთელდება. კლუბში დაბრუნების შემდეგ მოჰამედი დაუყოვნებლივ დაიწყებს სარეაბილიტაციო პროგრამას, რათა დაბრუნდეს სპორტში და ითამაშოს კლუბისა და ქვეყნისთვის რაც შეიძლება მალე“, - ნათქვამია „ლივერპულის“ განცხადებაში, რომელიც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი აფრიკის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის განასთან მატჩში (2:2) დაშავდა.

0.111109