ფეხბურთი

10:52 | 23.01.2024 | ნანახია 972 - ჯერ

მადრიდის „რეალმა“ პრიმერა დივიზიონის ისტორიაში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

მადრიდის „რეალმა" ესპანური პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის მატჩში „ალმერიას“ 3:2 მოუგო. გამარჯვების გოლი დანიელ კარვახალმა 98-ე წუთსა და 33-ე წამზე გაიტანა.

ამ გამარჯვებით მადრიდის „რეალი“ გახდა ლა ლიგის პირველი კლუბი, რომელმაც საკუთარ სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1000 მატჩი მოიგო. მანამდე ესპანეთის ჩემპიონატში არცერთ კლუბს არ დაუძლევია ასეთი ზღვარი - წერს ტვიტერში ჟურნალისტი პედრო მარტინი.

„ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ 906 გამარჯვება მოიპოვა, „ბარსელონამ“ კი „კამპ ნოუზე“ – 889.

ამ დროისთვის, პრიმერაში ჩატარებული 19 მატჩის შემდეგ, „რეალი“ 48 ქულით მეორე ადგილზეა. ჩემპიონატის ლიდერი 20 თამაშის შემდეგ „ჟირონაა,“ რომელსაც 49 ქულა აქვს.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:00 | 24.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

საინტერესო ფინიში გველის

19:59 | 24.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მაგრამ მაგის ნიშანწყალიც არ არის ჯერ

19:59 | 24.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მეგონა ჩავარდნა დაეწყებოდა

19:57 | 24.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ჟირონა უკვე აღარ ხუმრობს

00:56 | 24.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ისევ ავარდა თემა, მსაჯების მიმხრობაზე რეალის მიმართ

00:55 | 24.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რაც შეეხება აამ თამაშს, ძაან დიდი გამოხმაურბა მოყვა

00:54 | 24.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესეიგი მესტალია ძალიან ძირძველი სტადიონი ყოფილა

00:54 | 24.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ვალენსია რომ წინაა ბარსაზე ეგ მიკვირს

11:27 | 23.01.2024
KoRBeN DaLLaS (24838)

ბარემ ძალიანაც კი უნდოდა ალმერიას რომ ეგ მეათასე მსხვერპლი არ ყოფილიყო, მაგრამ... მსაჯებმა არაოოო !!!

0.119907