ფეხბურთი

2:01 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კაბო ვერდე და ეგვიპტე აფრიკის თასის მერვედფინალში გავიდნენ

აფრიკის თასზე ასპარეზობა B ჯგუფში დასრულდა, სადაც ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

განის ნაკრებს აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, რასთანაც ახლოს იყო, რადგან მოზამბიკის ნაკრებს ბოლო წუთებამდე 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ ხელსაყრელი უპირატესობა გაანიავა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა. საბოლოოდ ფრე 2:2 და ორივე გუნდმა 2-2 ქულით დაასრულეს გამოსვლა. მოზამბიკი ჯგუფში ჩარჩა, განა მესამე ადგილზე გავიდა და ჯერ კიდევ აქვს თეორიული შანსი, რომ მესამე ადგილით პლეი-ოფში გავიდეს, მაგრამ ამის შანსი მართლაც მიზერულია. არადა, განას ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან რომ არ გაეშვა, პლეი-ოფში იყო.

ჯგუფიდან 7 ქულით და პირველი ადგილით გავიდა კაბო ვერდეს ნაკრები, რომელმაც განის და მოზამბიკის დამარცხების შემდეგ ეგვიპტესთან 2:2 ითამაშა. მერვედფინალში ეგვიპტის ნაკრებიც გავიდა, მეორე ადგილით და მხოლოდ 3 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115599