„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ლაშა ოდიშარია კარიერას ლატვიის ჩემპიონ „რიგასში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ოდიშარიამ რიგელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით და 8-ნომრიანი მაისური მოირგო.
ლაშა ოდიშარიამ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 20 შეხვედრაში თავი 2 გოლით და 6 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცი. ძალიან პერსპექტიული ბიჭია, კარგი დრიბლინგით. გამიკვირდა ლატვიაში რომ გადავიდა