ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში სტუმრად „ლეჩე“ 3:0 დაამარცხა და გალიდერდა.
მართალია, „ინტერს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ამჟამინდელი მოცემულობა ასეთია - „იუვე“ ლიდერია.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი ბოლო დროს კარგ ფორმაშია და კვლავ დამაჯერებლად მოიგო. „ლეჩესთან“ ტურინელებმა სამივე გოლი შესვენების მერე გაიტანეს. დუბლი შეასრულა დუშან ვლაჰოვიჩმა, სხვათა შორის, ზედიზედ მეორედ, ხოლო წერტილი გლეისონ ბრემერმა დასვა.
„იუვენტუსს“ 52 ქულა აქვს და ქულით უსწრებს „ინტერს“, რომელსაც ამ ტურში არ უთამაშია, რადგან იტალიის სუპერთასზე გამოდის. მილანელებს ეს გამოტოვებული მატჩი თებერვლის მიწურულს „ატალანტასთან“ ელოდებათ. სანამ ეს თამაში შედგება, მანამდე, 4 თებერვალს, „სან სიროზე“ დიდი ჯახია - „ინტერი“ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.
„ლეჩე“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:0)
გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (59), 0:2 ვლაჰოვიჩი (68), 0:3 ბრემერი (85)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პაპავას რატო არ ათამაშებს ეს კაცი ვერ გავიგე. 1 კარგი ფეხბურთელი მაინც გაზარდოს, ვინაა ეს..
მე მგონი მერანი მეექვსეზე უნდა იყოს არა?
გილოცავთ!
ყველგან 6-2 წერია
დინამოოოოოოოოოოოოოოოოო
საღოლ დინამო !!!
ზამთარში რა მოხდება ძალიან მაინტერესებს გოგა შეთამაშდა გუნდთან და მშვენივრადაც თამაშობს ასევე ელგუჯაც გრაიციარი დაბრუნდება და ყველაზე მაგრად მევასება გააძლიერებს ძან ეგ და დასამატებელია ხალხი რა იმედია იზამს ფიფია რამეს
6:1 დამტავრდა
D
დინამოს საიტზე 6-1 აქ 6-2, ბოლო ბოლო ვინ იტყუება?? თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, "დინამომ" მოიგო და ასეც უნდა იყოს
6-1 დამთავრდა.... 3 ჩისკომ გაიტანა,2 დვალმა 1 ძარიამ
მხოლოდ დინამო!!!! მხოლოდ თბილისი!!!!!