ფეხბურთი

22:35 | 21.01.2024 | ნანახია 1137 - ჯერ

"რეალის" ქამბექი "ალმერიასთან" (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ აუტსაიდერ „ალმერიას“ წვალებით, მაგრამ მაგარი ქამბექით აჯობა.

„ალმერია“, რომელიც ამ ტურამდე მოუგებელია და პრაქტიკულად გავარდნილია, 38-ე წუთზე ლარჟი რამაზანის გოლით დაწინაურდა, რასაც ტაიმის მიწურულს ედგარ გონსალესის მეორე გოლიც მოჰყვა - 0:2.

მეორე ნახევარში მადრიდელებმა გამარჯვება მაინც მოიპოვეს. ჯუდ ბელინგემმა პენალტით შეამცირა სხვაობა, რასაც ვინისიუსის გამათანაბრებელი გოლიც მოჰყვა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეცხრე წუთზე დანი კარვახალმაც გაიტანა და 3:2.

VAR-მა სამჯერ მიიღო "რეალის" სასარგებლოდ გადაწყვეტილება, მათ შორის, ყველაზე საკამათო ვინისიუსის გოლი იყო, რის გამოც ესპანეთში დიდი ხმაურია.

„რეალი“ 51 ქულით ლიდერია, ხოლო „ალმერიას“ 6 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

„რეალი“ – „ალმერია“ 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 რამაზანი (1), 0:2 გონსალესი (43), 1:2 ბელინგემი (56, პენ), 2:2 ვინისიუსი (67), 3:2 კარვახალი (90)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:20 | 23.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

მაგრამ ფაქტია რომ რეალმა მოიგო

02:19 | 23.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო

02:19 | 23.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ძაან ბევრი დაამატა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126782