კვიპროსის ჩემპიონატის მეოცე ტურში ლაშა დვალმა გოლი გაიტანა, გიორგი ქვილითაიამ კი საგოლე პასი გააკეთა.
„აპოელმა“ „ოთელოსი“ 6:0 გაანადგურა. დვალმა 36-ე წუთზე შეძლო გოლის გატანა, ხოლო ქვილითაიამ საგოლე პასი 90-ე წუთზე მიითვალა. ლაშამ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა, თუმცა პირველი კონკრეტულად კვიპროსის ჩემპიონატში.
„აპოელს“ 20 ტურის თავზე 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.