„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, გამარჯვება გუნდის თავდაჯერებისთვის კარგი იქნება.
„ფინალში არ მგონია ფავორიტზე საუბარი სწორი იყოს. ეს არის მატჩი ორ გუნდს შორის, რომლებმაც გასული სეზონის მიხედვით აქ მონაწილეობა დაიმსახურეს. მეტოქე ძლიერი და თავდაჯერებულია, მაგრამ კარგი გამოწვევაა ჩვენთვის და მთელ ენერგიას თამაშში ჩავდებთ.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგოთ ჩვენთვის, კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის. სუპერთასის მოგებამ სიხარულის გარდა, შეიძლება თავდაჯერებაც მოგვცეს სეზონის დარჩენილი პერიოდისთვის.
„ინტერს“ ძლიერი შეტევა ჰყავს და აშკარაა, რომ დაცვაში კარგად თამაში მოგვიწევს, მაგრამ მთელმა გუნდმა უნდა შეძლოს მაღალ დონეზე თამაში, რათა მეტოქეს კონკურენცია გავუწიოთ. „ნაპოლის“ ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელსაც სურს თავისი სიძლიერის დემონსტრირება. მზად ვართ ფინალის სათამაშოდ“, - თქვა დი ლორენცომ.
„ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 22 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. „ნერაძურის“ იტალიის სუპერთასი შვიდჯერ აქვს მოგებული, „აძურის“ - ორჯერ.